суббота, 29 мая 2010 г.

პროექტის სახელი: თამბაქო–ვერაგი მეგობარი, მკვლელი. ეძებთ დახმარებას?
.მოკლე აღწერა: მწეველი და მისთვის დახმარების გაწევა.
პროექტის სრული აღწერა:
დავუშვათ გყავს ბავშვობის მეგობარი, მის გვერდით თავს კომფორტულად გრძნობ.ის თანატოლებთან საერთო ენის გამონახვაშიც გეხმარება.ყოველთვის, როცა სტრესი გაქვს შეგიძლია მასთან იგრძნო შვება. შეიძლება ითქვას,რომ ბევრ სიტუაციაში სწორედ მას ეყრდნობი.
მაგრამ დროთა განმავლობაში მის უარყოფითსაც ხედავ.იგი გაიძულებს ყოველთვის მის გვერდით იყო მაშინაც კი, თუ ზოგჯერ ამის სურვილი არა გაქვს.როგორც უკვე ითქვა,მის გვერდით კომფორტულად გრძნობ თავს, მაგრამ ეს შენი ჯანმრთელობის ხარჯზე ხდება,ამას ისიც ემატება რომ ის ხელფასის ნახევარსაც გაფლანგვინებს.
ბოლო დროს მასთან ურთიერთობის გაწყვეტას შეეცადე, მაგრამ თავს არ განებებს.შეიძლება ითქვას, რომ შენ მისი მონა გახდი.ძალიან ნანობ,რომ გაიცანი.
ასე შეიძლება აღვწეროთ სიგარეტისადმი ბევრი მწეველის დამოკიდულება.
კლასს ვყოფ რამდენიმე ჯგუფად:
1ჯგუფს ეძლევა დავალება: თამბაქოს ზემოქმედების შესახებ ფაქტების მოსაპოვებლად.რამდენი აქტიური მწეველია რაიონში.დაფიქსირებულია თუ არა საავადმყოფოში სიგარეტის გამო სიკვდილიანობის შემთხვევები. რამდენი...
11ჯგუფი–მსოფლიო მონაცემები სიგარეტის მწეველების შესახებ.სიკვდილიანობის შემთხვევები.
111ჯგუფი –მოიძიონ რაიონული საავადმყოფოდან ინფორმაცია:როგორ შეიძლება დავეხმაროთ მწეველებს და რამდენი კაცია ამჟამად აღრიცხვაზე ამ კუთხით ავადმყოფობის გამო.
შემაჯამებელი შეხვედრა:მოსწავლეთა სამივე ჯგუფი წარმოადგენს თავის ინფორმაციას,გაიმართება დისკუსია ამასთან დაკავშირებით და მივლენ იმ დასკვნამდე,რომ მოწევა არც ახალგაზრდისათვის არის სასურველი და არც მოხუცისთვის, რადგან სასიკვდილოა.
მონაწილეთა ასაკი:12–15წელი
ვადები/ ხანგრძლივობა 25.5.2010–25.09.2010წელი
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:მოსწავლეები ჩართული არიან დისკუსიაში, მასალის მოძიებაში და კამათში/პრეზენტაციის მოწყობა
ამ ჩვევის დასაძლევად მწეველთა მთავარი კოზირი ძლიერი მოტივაციაა–მავნე ჩვევის დაძლევის ძლიერი სურვილი.
სარგებელი: რამდენი რამ შეიცვლება თქვენს ცხოვრებაში.
1.დაგეზოგებათ ფული.
2. მეტად ისიამოვნებთ ცხოვრებით
3.ჯანმრთელობა გაგიუმჯობესდებათ.
4.საკუთარი თავისადმი რწმენა შეგემატებათ.
5.ოჯახის წევრები და მეგობრები მადლიერი დაგრჩებიან.
6.თქვენ გულს გაუხარებთ შემოქმედს/რადგან თამბაქო სხეულს ბილწავს/.
მოსწავლეები მეგობრებს ურჩევენ იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით. ინტერნეტის მეშვეობითაცნობენ მათ შეიგრძნონ რამდენი სასარგებლო რამ მოჰყვება მავნე ჩვევის დაძლევას.
მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარებს:საინფორმაციო ტექნოლოგიების გამყარებაში,საბუნებისმეტყველო საგნებში, მედიცინაში და სხვა.

Комментариев нет:

Отправить комментарий